logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
- +

13 თებერვალი. 2020. 15:39

 

 

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს.

 

მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner