logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი
- +

13 თებერვალი. 2020. 16:06

 

 

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

 

 

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ტემპი მომავალშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

 

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მისასალმებელია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდულ დონემდე ზრდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს მთავრობა აგრძელებს  მუშაობას ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის  იმისთვის, რომ განხორციელდეს საბანკო რეგულაციების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის აქტივობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ამავდროულად გრძელდება მუშაობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდა ფისკალური მდგრადობა და მოსალოდნელზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა, რასაც მოჰყვა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, მისცა საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოქალაქეზე ორიენტირებული და ამ დამატებითი შემოსავლების მიღებამ ბიუჯეტში მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებელი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის.  ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საფინანსო ბაზარზე აქტივობის გაზრდას. ერთობლივი მუშაობა შეეხება საბანკო რეგულაციების გამარტივების პროცესს, ჩვენ უახლოეს  მომავალში ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს,  ას3ვე ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რასაც უკვე  მოყვა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები რაც მომავალშიც გაგრძელდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და საპროგნოზო ზრდა 5% შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner