logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად
- +

29 თებერვალი. 2016. 12:12


 კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური „რესპუბლიკელებისა" და „მრეწველების" მიერ გაკეთებულ ურთიერთსაწინააღმდეგო საჯარო განცხადებებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, უთანხმოება დასრულებულია და კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად.



უსიამოვნო პროცესები იყო ორ სუბიექტს შორის საჯარო დებატები. ჩვენ კოალიციაში ძალიან ბევრი დებატები გვაქვს, 5 სუბიექტი ვართ და ყველა სუბიექტი მსოფლმხედველობით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა საჯარო სივრცეში ასეთი დებატები არ არის სასარგებლო თვითონ კოალიციის ერთიანობისთვის. ამ ეტაპზე რესპუბლიკელებსა" და მრეწველებს" შორის უთანხმოება, რომელიც იყო, დასრულებულია. კარგი მაგალითი მივიღეთ, რომ საჯარო სივრცეში ასეთი დებატები აღარ გაიმართოს. კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და მოულოდნელობებს და სიურპრიზებს აღარ ველოდებით", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner