„ბატონ ბიძინა ივანიშვილს გასაშოლტი ჰყავს თავის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნის ასეთ დღეში ჩაგდებისთვის", - ამის შესახებ „ქართული მისიის" ლიდერი გია კორკოტაშვილი აცხადებს.
კორკოტაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თავის დროზე, მიშას არ გაუფუჭებია ამდენად საქმე. ქართველებს ფსიქიატრიულად დაავადებული პრეზიდენტის მაინც სჯეროდათ და რაღაცის იმედად იყვნენ. წლების წინ გაქცეულმა „ნაციონალებმა" კარგად მოითქვეს სული და მობრუნდნენ. გაერთიანდნენ ადგილ-ადგილ გამაგრებული „საბოტაჟნიკები", დაინახეს უსუსურობა იმ ადამიანების, რომლებმაც ვერ შეასრულეს დანაპირები ბოლომდე. დაინახეს, რომ დავრჩით შიშის ამარა. დიახ, სწორედ შიშმა დაისადგურა საქართველოს მოსახლეობაში - ვაითუ, მოვიდეს მიშა. მაგრამ, ზუსტად ვიცი, „ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც კბილებით იბრძოლებენ და არ მიუშვებენ ქვეყნის მმართველობასთან ახლოს იმ ადამიანებს, ვისაც „ნაციონალები" ჰქვიათ. ამ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ „ნაციონალების" გარეშე ბევრ რამეს მივაღწევთ. არიან გარედან მყოფებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ნაციონალების" მოსვლის ან არმოსვლის შემთხვევაში მაინც კარგად იქნებიან, ე.წ. კოჰაბიტანტები, „შუაშისტები", შინდის დიდი ჯოხით სიამოვნებით ვცემდი ასეთ ადამიანებს, ავულეწავდი თავ-ყბას. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სწორედ ისინი არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებმაც მაშინაც მონახეს გზა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და ახლაც. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ასეთი ადამიანების მიმართ. სწორედ, „ნაციონალების" მიღებულია ის კანონი, უმცირესობას რომ არქმევდით და დღეს რომ უმრავლესობა ხდებიან. თქვე ფარჩაკების მოდგმავ! ვინც ასე „შუაშისტურად" ცხოვრობთ! მაგ კანონის შექმნისთვის თქვენი შუბა დავხიე, ჯერ სად ხართ, ერთი დარევა კიდევ დაგერევით პეროგარჭობილებს, აუუუ-თი რომ იწყებთ ლაპარაკს! უუ, თქვენი ქოქი გაწყდა! ფრაზები რომ გაქვთ მიზეპირებული და ტყლარჭი ტუჩებიდან რომ გადმოგდით, ვისაც ქართველობის გრცხვენიათ და ღმერთის არ გწამთ, ჩაგიხედავთ ყავაში - ჭიქა ამოაბრუნეთ.„ ნაციონალებს" აღარ აქვთ დარჩენილი „პატრონები" იარაღში, ბოლო ტყვიებს ისვრიან და უნდათ, ეფექტურად გამოუვიდეთ. მაგრამ ერთი იცოდეთ, ღმერთია ზემოთ, ღმერთი!" - აცხადებს გია კორკოტაშვილი.