სტიქიისგან დაზარალებულ სვანიძის ქუჩასთან დღეს უფასო ტაქსი გამოჩნდა.
ტაქსის უფასოდ ის მოხალისეები გადაჰყავს, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ. ტაქსის მეპატრონე 24 წლის გიორგი ლომიძეა.
როგორც გიორგიმ „ინფო 9" -სთან საუბრის დროს აღნიშნა, მას ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია, ამიტომ დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებში თავისი წვლილის შეტანა ასე გადაწყვიტა.