„Loyal Capital Group S.A.“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რუსთავის „აზოტის“ აქტივების შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით:
„ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „Loyal Capital Group S.A.“ იყო რუსთავის „აზოტის“ ქარხნის საბოლოო მესაკუთრე კომპანია 2016 წლის 01 სექტემბრამდე. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, რუსთავის „აზოტის“ ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს, ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია „Sistema“ და სს „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის „BGEO Group“ წინააღმდეგ. დავის საგანია სს „საქართველოს ბანკის“ ინიცირებით, მასთანვე დაკავშირებულ „EU Investment“-ისათვის უკანონოდ გასხვისებული რუსთვის „აზოტის“ ქარხნის აქტივები.
დღევანდელი მდგომარეობით, მიმდინარეობს დავები 3 ქვეყნის სასამართლოებში. ინგლისის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჩანიშნულია 2021 წლის აპრილში. ასეთ ვითარებაში რუსთავის „აზოტის“ აქტივების შემძენი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნებისმიერი გასხვისება დავების დასრულებამდე ჩაითვლება ქონების გადამალვად და დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.