logo_geo
eng_logo
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში სანიაღვრე ქსელი ეწყობა
- +

13 თებერვალი. 2020. 18:07

 

 

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მეოთხე კვარტლის მესამე კორპუსთან კონტრაქტორი კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ახორციელებს. აღნიშნულ კორპუსთან, წვიმის დროს ეზოში წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 000 ლარი გამოიყოფა. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის საფარს დააგებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner