„მაშინ, როდესაც უმნიშვნელო ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს, გაუგებარია, რატომ არ მოჰყვება განხილვა სავალუტო ფონდის მიერ დადებულ შეფასებას?“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია.
„დასრულდა სავალუტო ფონდის მორიგი მისია საქართველოში და გამოქვეყნდა შესაბამისი დასკვნებიც. ვისთვის გასაკვირად, ვისთვის კი მოსალოდნელად მისიის შეფასებები საკმაოდ პოზიტიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის 2019 წელს დაფიქსირებულ შედეგებს: საგარეო ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების და სხვა უამრავი მიმართულებებით. არის საინტერესო რეკომენდაციებიც. მაშინ, როდესაც უმნიშვნელო ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს და არაფრისმომცემ საქვეყნო დებატებში იზრდება, გაუგებარია, რატომ არ მოჰყვება დეტალური განხილვა სავალუტო ფონდის დონის ორგანიზაციის მიერ დადებულ შეფასებას. არა მგონია, იმდენად უმნიშვნელო საკითხი იყოს, რომ ამად არ ღირდეს“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.