დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ლუბლიანას ქუჩის N11-ის მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებულ ფენას მოხსნის, შემდგომ კი ასფალტის საფარი დაახლოებით, 1300 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიური.