logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას
- +

13 თებერვალი. 2020. 18:21

 

 

„იმედგაცრუებული ვარ. ჯერჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ  დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის  -ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის  თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ.

 

მისი განმარტებით, ცვლილებების ჩამონათვალში არის ბევრი განმეორება და ძალზე ბევრი შიდა პოლიტიკური განცხადებები, რაც, მისი თქმით, პარლამენტებს შორის გაკეთებულ განცხადებებს არ ეკუთვნის.

 

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner