logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
- +

13 თებერვალი. 2020. 18:22

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

ყურადღება გამახვილდა, ასევე, აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner