logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: რეზოლუციის გადადება მხოლოდ მათ ინტერესშია, ვისაც არ უხარია საქართველოს წინსვლა
- +

13 თებერვალი. 2020. 18:33

 

 

„სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა  საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აღნიშნა.

 

„სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა  საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერის გამომხატველი დოკუმენტი, რომლის მიღებაც თითოეული ჩვენთაგანის საერთო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

 

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი.

 

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner