7 -13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებული იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 180 კგ და 350 გრ უაქციზო თუთუნი. აქედან, 4 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 22,35 კგ უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 158 კგ უაქციზო თუთუნი.