logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სააკაშვილი მხრიდან მერაბიშვილის დადანაშაულება არასწორი იყო
- +

13 თებერვალი. 2020. 18:43

 

 

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ვანო მერაბიშვილისთვის შეცდომების გადაბრალება  არასწორია.

 

როგორც ანალიტიკოსმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა,  შეცდომების ვანო მერაბიშვილიზე გადაბრალებით, ყოფილი პრეზიდენტი აღიარებს დაშვებულ შეცდომებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო პირი, რომელიც ყველაფერს განკარგავდა.

 

„მისი მხრიდან მერაბიშვილის დადანაშაულება არასწორი იყო, თორემ მერაბიშვილი გასამართლებულია და ასრულებს თავის სასჯელს. ერთი მხრივ, იმით, რომ მერაბიშვილს გადააბრალა ყველაფერი, აღიარებს, რომ იყო შეცდომები, გადაცდომები თუ დანაშაულები, რის გამოც მათ ხელისუფლება დაკარგეს. მეორე მხრივ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ერთ პირს აბრალებს. არადა, ფაქტიურად, ის იყო პირი, რომელიც განკარგავდა ყველას და ყველაფერს. მთელი პასუხისმგებლობის გადაბრალება მისი გუნდის ერთ-ერთ წევრზე, არც გუნდურობაა და არც რეალობას შეესაბამება. მითუმეტეს, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის  დაქვემდებარებულ უწყებებში არ იყო  პრობლემები, რის გამოც ხალხმა უარი უთხრა 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე „რეპორტიორთან“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner