logo_geo
eng_logo
სახელმწიფო კინოინდუსტრიის მიერ მოტანილ ეკონომიკურ ეფექტს ვერ აღიქვამს
- +

13 თებერვალი. 2020. 19:49

 

 

სახელწიფო მაინც, ბოლომდე ვერ აღიქვამს იმ ეკონომიკურ ეფექტს, რაც კინოინდუსტრიას მოაქვს ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ BM.GE-ის კინოკლასტერის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ვაშაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ საკმაოდ დიდი რეზონანსი აქვს და ჩვენს ქვეყანაში გადაღებებით ინტერესდებიან ისეთი კინომწარმოებლები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნით.

 

ინდუსტრიის მიმართულებით, ყველასთვის ცნობილია პროგრამა „გადაიღე საქართველოში", რომლის შედეგად ბევრად უფრო მეტი კინომწარმოებელი ჩამოდის საქართველოში, ვიდრე ჩამოდიოდა 2016 წლამდე. ინდუსტრია ძალიან გაიზარდა, თუ 2016 წელს კინოსექტორის ერთიანი ბრუნვა შეადგენდა 18-20 მლნ ლარს, 2019 წელს დაახლოებით 98 მლნ ლარი გაიხარჯა საქართველოში კინოინდუსტრიაში.

 

მაგრამ სახელწიფო მაინც ბოლომდე ვერ აღიქვამს იმ ეკონომიკურ ეფექტს, რაც კინოინდუსტრიას მოაქვს ქვეყნისთვის, ერთი რომ შემოსული თანხები პირდაპირ იხარჯება ეკონომიკაში. კინოინდუსტრია კავშირშია ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სექტორთან დაწყებული სასტუმროებიდან და კვებიდან, დამთავრებული წარმოებამდე. იმიტომ რომ კინოს გადაღებისთვის შესაძლოა დასჭირდეთ სხვადასხვა სახის წარმოება იგივე, მაგალითად "ფორსაჟის" გადაღებების დროს ქალაქში არსებული მანქანის მექანიკოსები დაკავებულნი იყვნენ იმ პერიოდში.

 

სახელმწიფომ, ამას უნდა შეხედოს როგორც ეკონომიკის ერთ-ერთ დარგს და პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ უფრო დიდი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს, ანუ უფრო მეტი თანხა უნდა გამოიყოს, რომელიც დახარჯვის შემდეგ დაუბრუნდებათ კონომწარმოებლებს“, - განაცხადა დავით ვაშაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner