logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში საბჭოს სხდომას დაესწრო
- +

13 თებერვალი. 2020. 23:56

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო. თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner