logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ქვეყანამ შეძლო გარე ფაქტორებით გამოწვეული სირთულეების დაძლევა
- +

14 თებერვალი. 2020. 01:04

 

 

შიდა სტაბილურობა, სტრუქტურული რეფორმები, მეტი ენერგიით სვლა -  ეს არის ყველაზე მარტივი და მთავარი ფორმულა იმისთვის, რომ  შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაზე საუბრისას.

 

მისი თქმით, 2018-2019 წლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ქვეყანამ შეძლო გარე ფაქტორებით გამოწვეული სირთულეების დაძლევა.

 

„2018-2019 წლების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ მდგრადობას სწორედ სწორი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის, ასევე, სწორი ეკონომიკური რეფორმების გამო,  ჩვენ ისეთი იმუნიტეტი შევიძინეთ, რომ თუ ქვეყანა არ დაიქცა და რეგიონში ომი არ დაიწყო, დიდი ალბათობით, ჩვენს ეკონომიკურ ზრდას და წინსვლას, საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შიდა ფაქტორს. თუ პოლიტიკურმა ტემპერატურამ, ასევე, რადიკალიზაციის დონემ კიდევ უფრო აიწია...მაგრამ ესეც გასაგებია, რადგან ესეც ჩვენს ხასიათშია... თუმცა, ალბათ გარკვეული ზღვარი უნდა დავაწესოთ, ვინაიდან ის ტემპი და იმუნიტეტი, რაც მოვიპოვეთ, შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან იოლად დავაქციოთ სხვადასხვა ტიპის პოპულიზმით. ჩვენ გვაქვს კარგი პერსპექტივა და გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია შიდა სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner