logo_geo
eng_logo
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო- დაკავებულია 1 პირი
- +

14 თებერვალი. 2020. 10:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

 

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი „სუბუტექსი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, 5 აბი „ექსტაზი“ და 1 შეკვრა „მდმა“.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის I, II და IV ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner