მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კოროვირუსით COVID-19 დაინფიცირდეს. ამის შესახებ „Bloomberg“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგ ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე იტყობინება, რომელიც ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია.
მისივე თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა, ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.
ლონგინის თქმით, მისი შეხედულებები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.
შეგახსენებთ, კორონავირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.