logo_geo
eng_logo
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს
- +

14 თებერვალი. 2020. 11:18

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

 

რეაბილიტაცია უტარდება თბილისის წყალსაცავის პატარა ზღვის წყალმიმღებ კვანძს და არხს.

 

პროექტის ფარგლებში გაიწმინდა შემოვლითი არხი;  გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა წყალმიმღები კოშკის გვირაბს და გალერეას; გადაიხურა და  ფილებით მოპირკეთდა გალერეა; გალერეის გასწვრივ ნაპირები მოპირკეთდა რკინაბეტონის  ფილებით. 

 

სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა   კომპანიამ საკუთარი ძალებით 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

 

ჩატარებული სამუშაოები  ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხში   წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.  შედეგად, ქვემო ქართლში, 6000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.

 

პროექტის ღირებულებაა 338 ათასი ლარი. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner