„საწყენია, ასოცირების კომიტეტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო, რომ მათი შესწორებები არ შევიდა რეზოლუციის ტექსტში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რეზოლუციის ჩავარდნას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე არანაირ პრობლემას არ შექმნის.
„რასაკვირველია, გაგრძელდება ურთიერთობის ის რეჟიმი, რომელიც გვქონდა. უბრალოდ საწყენია, რომ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო, რომ მათი შესწორებები არ შევიდა რეზოლუციის ტექსტში. მიზეზი იყო ერთადერთი, რომ რეზოლუციაში ოპოზიციამ შემოიტანა თემები, რომელიც ეხებოდა გიგი უგულავას საკითხს. მხარი არ დაუჭირეს ევროპელებმაც, ჩვენც მხარი არ დავუჭირეთ და მეტნი აღმოვჩნდით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.