logo_geo
eng_logo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
- +

14 თებერვალი. 2020. 11:55

 

 

13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 2 150 კოლოფი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმეთა მასალები  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner