logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უნდა ვეცადოთ, ვალდებულებები შევასრულოთ
- +

14 თებერვალი. 2020. 12:10

 

 

 

„ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უნდა ვეცადოთ, ვალდებულებები შევასრულოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში რუსული დელეგაციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობაც არ უნდა იყოს დარღვეული.

 

„გვაქვს გამოცდილება რუსული დელეგაციის მიღებისა საკმაოდ მწვავე პერიოდში, მაშინ, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას. აუცილებელი იყო ამის გაკეთება, ვინაიდან ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ფორუმის წინაშე. ჩვენ ვართ თავმჯდომარე ქვეყანა და უნდა მივიღოთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვალდებულებებიც შევასრულოთ ჩვენი და რა საკვირველია, საქართველოს კანონებიც არ უნდა იყოს დარღვეული. ამის თაობაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვფიქრობ, უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება მომავალში.

 

დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-ს საკმაოდ რთული აქვს ირანთან, კუბასთან, მაგრამ როდესაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება ნიუ-იორკში, აქ მასპინძელი მხარე ფორმალურად არის გაერო და არა აშშ. ისევე, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოს ყველა დელეგაცია, ისე, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო ფორუმის სამდივნო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner