UEFA რუსეთისა და ინგლისის ნაკრებებს ევრო-2016-ზე შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ აფრთხილებს.
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის განცახდებაში ნათქვამია, რომ ორივე ნაკრებს ევრო-2016-ში მონაწილეობა აეკრძალება, თუ მათი გულშემატკივრები კვლავ არეულობას მოაწყობენ.
UEFA რუსეთის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ დისციპლინარულ განხილვას აწარმოებს. რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რუსეთ-ინგლისის მატჩის შემდეგ არეულობების მოწყობაში, რასისტულ ქმედებებსა და პიროტექნიკის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო კი აცხადებს, რომ ინგლისელი და რუსი გულშემატკივრების ტრიბუნები ერთმანეთისგან ბუფერული ზონით არ ყოფილა გამიჯნული. ამავე დროს, მუტკომ მოუწოდა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს, დაიცვან წესრიგი.
11 ივნისს მარსელში რუსეთ-ინგლისის ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ რუსი გულშემატკივრები ინგლისელი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნებზე შეიჭრნენ. საფრანგეთში რუსეთის საელჩოს განცხადებით, არეულობის შემდეგ დააკავეს ორი რუსი გულშემატკივარი.