logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნებისმიერი კონგრესმენის მოსაზრება არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება
- +

14 თებერვალი. 2020. 14:06

 

„ნებისმიერი კონგრესმენის მოსაზრება, იქნება ეს დადებითი შეფასება, კითხვა თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი მქონდა, მათ შორის კონგრესმენებთან სამუშაო შეხვედრები გავმართე. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან. ნებისმიერი კონგრესმენის მოსაზრება, იქნება ეს დადებითი შეფასება, კითხვა თუ კრიტიკული მოსაზრება, ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება და ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ, პირდაპირი საუბრისთვის.

 

ჩვენი ამოცანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადოთ. გპირდებით, როგორც ხელისუფლება, ეს არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და თავისუფლად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner