logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: უგულავას ორი საქმე და ნაცსექტის ტყუილი
- +

14 თებერვალი. 2020. 15:06

 

 

 

გიგი უგულავამ სასჯელი მოიხადა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე (ბრალი წარედგინა 2013 წელს, გაასამართლეს 2015 წელს, გათავისუფლდა 2017 წელს):

 

2009 წლის დეკემბერში შპს „თბილსერვის ჯგუფში“ შექმნეს ახალი განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში 764 ადამიანი ფიქტიურად დაასაქმეს - „ნაცმოძრაობის“ პარტიული კოორდინატორები. 5 მილიონზე მეტი მათი ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.

 

გიგი უგულავა ახლა სასჯელს იხდის თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე (ბრალი წარედგინა 2013 წელს, გაასამართლეს 2018 წელს, დააპატიმრეს 2020 წელს).

 

აქ ორი ეპიზოდია:

 

1) გიგი უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში“ ფიქტიურად გაფორმებული შენობის კვლევის 719 სპეციალისტისთვის ანაზღაურების მისაცემად ბიუჯეტიდან 13.85 მილიონი ლარი გამოიყო. სპეციალისტები კი სინამდვილეში, როგორც „თბილსერვისის“ საქმეში, აქაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ. თანხის გადარიცხვა 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში მოხდა.

 

2) თბილისის განვითარების ფონდიდან 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის პერიოდში 34.32 მილიონი ლარი გამოიტანეს, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გადაეცათ. (ამჯერად ფიქტიურადაც კი არავინ გაუფორმებიათ, პირდაპირ გაიტანეს ფული!)

 

პირველი მსჯავრის გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს, გიგი უგულავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე, ე.წ. ფონდების საქმეზე გამოიტანა და გაამტყუნა, მაგრამ სხვა მუხლით.

 

უგულავას ბრალად ედებოდა 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა, რაც უფრო დიდ სასჯელს გულისხმობდა, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

გიგი უგულავას ამ ორივე ეპიზოდში 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე („თბილსერვისის“ საქმეზე) გამოტანილმა განაჩენმა ეს განაჩენი შთანთქა.

 

ამიტომ არ დააპატიმრეს 2018 წელსვე!

 

პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში კვალიფიკაციის შეცვლა პროკურატურამ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში.

 

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და უგულავას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა (თავისი ამნისტია-გადაფარვის გამოკლებით, თორემ რეალურად 9 წელი მიუსაჯეს!)

 

ჰოდა, რა ერთი და იგივე საქმე და პოლიტიკური პატიმარი?!

 

ნაცსექტა ცდილობს, ხალხი მოატყუოს და ისე წარმოადგინოს, თითქოს ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს უგულავა.

 

სინამდვილეში კი:

 

უგულავა იჯდა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე!

 

უგულავა ახლა ზის „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე!

 

როგორ არის ერთი და იგივე?!

 

უგულავა ბიუჯეტის ქურდია!

 

დეტალურად აქ წაიკითხავთ:

https://publika.ge/article/gigi-ugulavas-saqme-ratom-miusajes-patimroba/?fbclid=IwAR1DOT467IhDhX-xpPSbyv2Noek3Mejb0cj9h_ECkwSoOYvSKkqvhXMeDmA

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner