logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების დასახელება თვის ბოლოს მოხდება
- +

13 ივნისი. 2016. 13:26


ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება თვის ბოლოს უნდა მოხდეს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ქანთარიამ აღნიშნა, რომ  დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფინალისკენ მიდის და „ქართული ოცნება" საარჩევნო სიას, მაჟორიტარობის კანდიდატებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ წარადგენს.


დარჩენილია პარლამენტის ერთი სასესიო კვირა. ეს დასრულდება და თვის ბოლოდან ყველა თავის სამუშაოს შეუდგება. ვფიქრობ, რომ  „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება თვის ბოლოს უნდა მოხდეს", - განაცხადა ქანთარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner