logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, ეს საქართველოსთვის პატივია
- +

14 თებერვალი. 2020. 15:41

 

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ისეთ წარმომადგენელს გამოგზავნის, ვისაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული ექნება, ეს მათი მხრიდან პროვოკაცია იქნება.

 

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებს აწყობთ.

 

„სახელმწიფოს სურს, რომ ღონისძიება ჩაატაროს და შედეგიანი იყოს. რუსეთი არის ოკუპანტი. მისმა წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვისაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს, ჩვენი სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს. ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, ეს საქართველოსთვის პატივია და მინისტრთა კომიტეტი არის პრესტიჟული ღონისძიება. ცხადია, თბილისში ჩატარდება. საორგანიზაციო საკითხებზე ევროპის საბჭოსთან ვმუშაობთ. ვისურვებდი, რომ თუ რუსეთი თავის წარმომადგენლებს გამოგზავნის, მათ „ოკუპაციის კანონი“ არ უნდა ჰქონდეთ დარღვეული. ოპონენტებს გაცხადებული აქვთ, რომ თუ ასეთი პირი ჩამოვა, ეს მათ მორიგ პოლიტიკური გამოხატვის საშუალებას მისცემთ“, -განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner