logo_geo
eng_logo
შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება
- +

14 თებერვალი. 2020. 16:51

 

14 თებერვალს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ნაგვაზაოს, ხუნწის, ინჩხურის და დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

 

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარები ესწრებოდნენ.

 

საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის, ხიდ-ბოგირების, ცხაურების და გაბიონების მოწყობა, სკვერის მოწყობა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

 

2020 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.

 

17 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა  ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner