logo_geo
eng_logo
სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
- +

14 თებერვალი. 2020. 17:51

 

 

7-13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა,  ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და ოზურგეთში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 3 030 კოლოფი  უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner