ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ეხმაურება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს-გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,“ - წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.