logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები
- +

14 თებერვალი. 2020. 18:22

 

 

„შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „საქართველოს პირველ არხს“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ალიანსი ქვეყანას მხარს უჭერს.

 

„ალიანსი არის წარმოდგენილი შავ ზღვაზე, ჩვენ გვყავს წევრები თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, გვყავს პარტნიორები საქართველოსა და უკრაინის სახით. ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ შავ ზღვაზე, აქტიურად ვმუშაობთ უკრაინასთან იმ პრობლემების დასაძლევად, რომლის წინაშეც დგას უკრაინა რუსული აგრესიის შემდეგ. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მადლობას ვუხდით საქართველოს NATO-სთვის მხარდაჭერის გამოც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner