logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ირაკლი ღარიბაშვილს ხელიდან სადავე არცერთი წამით არ გაუშვია!
- +

13 ივნისი. 2016. 13:29


ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ამ მძიმე ღეებში, როდესაც სტიქიამ ქალაქის ცენტრალური უბანი და გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დააზიანა, მართვის სადავეები ხელიდან არ გაქცევია.



„ყველაფერი იყო, არაორგანიზებულობა, თავდადება, გზადაგზა სწავლაც, რაც დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის. პრემიერ-მინისტრის საქციელში იგრძნობოდა, რომ მისთვის ეს სიტუაცია უცხო ხილია, მაგრამ არ გაუშვია არც ერთი წამით სადავე ხელიდან. შეიძლება ზოგიერთი რამ არ გამოსდიოდა, ზოგი უკმაყოფილო დარჩა, არეულობა იყო თავიდან, მაგრამ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თქმისა არ იყოს, იგრძნობოდა, რომ სახელმწიფო არსებობს", - განაცხადა არეშიძემ გაზეთ „ალიასთან" საუბარში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner