logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მივესალმები ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს NATO-ს მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა გზით
- +

14 თებერვალი. 2020. 19:32

 

 

„საქართველო NATO-ს ახლო პარტნიორი“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელმაც დღეს მიუნხენში პრესკონფერენცია გამართა.

 

მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შავი ზღვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს NATO-სთვის. ალიანსს ჰყავს მოკავშირეები: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და პარტნიორები: უკრაინა და საქართველო. ჩვენ გავზარდეთ ყოფნა შავი ზღვის რეგიონში საჰაერო შემოწმებით, ზღვაზე და ხმელეთზე. უსაფრთხოების გამოწვევებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რადგან რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა. საქართველო ახლო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და მათ ძალისხმევას, განახორციელონ რეფორმები და ასევე, მივესალმები ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს NATO-ს მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა გზით. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დასრულებული, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, პარტნიორობა არის ერთ-ერთი გზა, რითაც ნატო მუშაობს.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და ისინი მხარს გვიჭერენ ჩვენ. ბევრი პარტნიორი მონაწილეობს NATO-ს მისიებში და ოპერაციებში, მაგალითად, ავღანეთში ან ერაყში“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner