იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობოების საკონსტიტუციო სარჩელზე კითხვები აქვს.
მისი თქმით, გაურკვეველია, აღნიშნული სარჩელი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ნაციონალურ მოძრაობას", თუ ბიზნესმენებსაც ეკუთვნის.
„როგორც ვიცი, „ნაციონალურმა მოძრაობამ", მისმა დეპუტატებმა და სხვა წევრებმა უკვე მოამზადეს მსგავსი სარჩელი და ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანაზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის", როგორც ჩანს, პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა.
ის კოალიცია, რომელიც ამ სარჩელს ამზადებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შედგება ასევე ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან და მაინტერესებს, არის თუ არა ეს ასევე ამ კერძო კომპანიების პოზიციაც, რადგან კოალიცია არის არასამთავრობოებისა და ბიზნესმენების კავშირი. ამიტომ, აქაც მაქვს კითხვა, ვისი სარჩელია ეს, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ არასამთავრობოებისა და ბიზნესმენების ამ ცვლილების წინააღმდეგ",- განაცხადა თეა წულუკიანმა.