logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი სახეზეა
- +

13 ივნისი. 2016. 13:30


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ვოლსკის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის საკითხის გაჭიანურების მიზეზი არის არა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესები,  არამედ ამ საკითხზე დიდ გავლენას ახდენს უკრაინა და თურქეთი, რადგან საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განიხილება პაკეტში და არა ცალკე ქვეყნად.



„ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით   ყველაფერი სახეზეა. გაჭიანურების დაკავშირება შიდა პროცესთან საქართველოსთან მიმართებაში კატეგორიულად გამოირიცხება. საკმაოდ დიდი პრობლემები გაჩნდა  ევროპაში მიგრანტთა დაურეგულირებელი ნაკადების გამო, რაც წარმოშვა ომებმა ახლო აღმოსავლეთში. განსაკუთრებით ბალკანეთის და მიმდებარე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან.

უკრაინაშიც რთული მდგომარეობაა რუსეთის აგრესიის გამო. ბევრი მოითხოვს ევროპაში გასვლას, თავშესაფარის საკითხებთან დაკავშირებით ევროპის პოზიცია ასევე ჩამოსაყალიბებელია. თურქეთთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. საქართველოს საკითხი არ განიხილება ცალკე, პაკეტშია. საუბარია, რომ საქართველო და უკრაინა ცალკე გამოყონ.

არცერთი თემა არ არის, რომლითაც ჩვენ ჩამოვრჩებით გეგმას, რომელიც 2013 წლის თებერვალში შემუშავდა. 2012 წელს დავიწყეთ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის რეალიზაცია. როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, დიდი მუშაობა მოუწია, რათა საქართველო დაებრუნებინა განვითარებული ქვეყნების სტანდარტისთვის",- განაცხადა ვოლსკიმ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner