logo_geo
eng_logo
ლუდოვიკ ორბანი გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახენ სოცქსელში წერს
- +

15 თებერვალი. 2020. 00:52

 

 

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიკ ორბანი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

არსებითი და მეგობრული საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. კოლეგას დავუდასტურე საქართველოს სუვერენიტეტისა დს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა. პრიორიტეტულად მივიჩნევთ ჩვენს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონში”, - წერს ლუდოვიკ ორბანი „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner