logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მონათმფლობელურ გარემოს ქმნის
- +

13 ივნისი. 2016. 13:37


ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. აქ სრული არეულობაა სამართავ მექანიზმში. პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით?" - იმუქრება ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.



მას ნამდვილად არ უჭირდა ქართული ბიზნესის დარეკეტება და მილიონების შოვნა. არ იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მისი ბრძანების გაცემისთანავე იწყებოდა გზების მშენებლობა, რადგან მისი სიტყვა არც განხილვას ექვემდებარებოდა, არც სატენდერო პირობების დაკმაყოფილებას და არც რაიმე სხვა კანონიერ ჩარჩოს, მისი სიტყვა სახელმწიფოზე მაღლა იდგა, რადგან ის იყო კლასიკური ავტოკრატი, რომელიც ილტვოდა დიქტატურისკენ.


სააკაშვილმა უკრაინაში ბოლომდე ვერ გაშალა ფრთები, თორემ უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენებიც მიხვდებოდნენ, რა დიდი ჯიბეები და მადა აქვს ფულის მიმართ. რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა კარავში გადაინაცვლა და პირველი თათბირიც ჩაატარა.



საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა", - ასეთი განცხადებით მიმართა ოდესის გუბერნატორმა საზოგადოებას.



სააკაშვილის ამგვარი ქმედება არ გაკვირვებიათ მის ოპონენტებს.

ალბათ, სააკაშვილს იმედი აქვს, რომ კარავში დაყუდებით ახლა უკვე უკრაინაში შეიქმნის თავისთვის სასურველ მონათმფლობელურ გარემოს. მისი ადგილი ნამდვილად კარავშია და სახლში შესაშვები არ არის, რადგან მისი აზროვნება ვერასდროს გასცდა შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს სახელმწიფოს მართვასა და ადამიანის როლზე სახელმწიფოში. სააკაშვილის ქმედებებით უკრაინელი მოსახლეობაც დაიბნა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილს საკუთარი პიარისთვის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო და არც უკრაინაში იხევს უკან. ოდესის გუბერნატორის თქმით, ის კარავში მანამდე იმუშავებს, სანამ ოდესა­რენის ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება.

 


ავტორი: ბათო ჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner