logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურასა და ზესტაფონში დიდთოვლობის გამო გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს
- +

15 თებერვალი. 2020. 13:42

 

ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის გამო, გზებზე ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, უკვე მეორე დღეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.

 

ამ მომენტისთვის ორივე რეგიონში მოძრაობა სრულად აღდგენილია და გაწმენდილია, როგორც ცენტრალური გზები, ასევე ჭიათურის მიმდებარე სოფლები: ითხვისი, დარკვეთი, შუქრუთი, ავარიონის, კოროხნალისა და საფარის დასახლებები.

 

კომპანიის მიერ კონკრეტულ ლოკაციებზე გზების გასაწმენდად მობილიზებულია 5 ერთეული სპეცტექნიკა: ორი გრეიდერი, ერთი მარილმომყრელი და ორი მტვირთავი. „ჯორჯიან მანგანეზი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე დღეებშიც განახორციელებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner