დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი სანგარი ჩაინგრა, რომელმაც ტურისტების გადასაყვანი ვერტმფრენი მოიყოლია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბახმაროში ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.
ადგილობრივის განმარტებით, სანგრის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ვერტმფრენის სადგომის შეკეთება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბახმაროში დაახლოებით, 3-მეტრამდე თოვლია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მათთან აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.