logo_geo
eng_logo
დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი სანგარი ჩაინგრა
- +

15 თებერვალი. 2020. 16:32

 

დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი სანგარი ჩაინგრა, რომელმაც ტურისტების გადასაყვანი ვერტმფრენი მოიყოლია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბახმაროში ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.

 

ადგილობრივის განმარტებით, სანგრის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ვერტმფრენის სადგომის შეკეთება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბახმაროში დაახლოებით, 3-მეტრამდე თოვლია.

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მათთან აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner