თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და საქართველოში დღეს გამოემგზავრებიან.
ცნობისთვის, უხანიდან ანკარაში საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია პირველ თებერვალს განხორციელდა. ისინი 14 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ და მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებოდათ.