logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს
- +

15 თებერვალი. 2020. 18:10

 

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორად აფასებს საქართველოს NATO -ში გაწევრიანების მნიშვნელობას და აუცილებლობას. ჩვენი ქვეყანა NATO -ს ასპირანტი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ისაუბრა.

 

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორად აფასებს საქართველოს NATO -ში გაწევრიანების მნიშვნელობას და აუცილებლობას. ჩვენი ქვეყანა NATO -ს ასპირანტი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს ვლინდება არა ერთი მაღალი დონის ვიზიტში (ალიანსის გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ალიანსის და მოკავშირეების სხვა მაღალი თანამდებობის პირების) და საქართველოსთვის გაწევრიანების დამატებითი პრაქტიკული ინსტრუმენტების მინიჭებაში. NATO-სთან თავსებადობის კუთხით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს. ვმასპინძლობთ NATO-ს სწავლებებს და სამხედრო წვრთნებს. უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. აქტიურად ვართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში. სტრატეგიული პარტნიორებისგან ვღებულობთ უახლეს შეიარაღებას. სწორედ ეს მიღწევები და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უდევს საფუძვლად ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ მაღალ შეფასებებს და ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობას და მნიშვნელობას“, - განაცხადა ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner