თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.