„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა და საქართველოს ნაწილები“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი იმარჯვებს, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა.
პომპეომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასახმარებლად 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.
„ჩვენი ევროპელი მეგობრების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მინდა განვაცხადო, რომ აშშ-ის კონგრესი 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას, ასევე ენერგიის სფეროს მოხმარდება“, - განაცხადა პომპეომ.