logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: სანამ დროა, ევროპამ უარი უნდა თქვას რუსული საფრთხის იდეის დანერგვაზე
- +

15 თებერვალი. 2020. 19:52

NATO-მ  და დასავლეთის ქვეყნებმა დროა, უარი თქვან რუსული საფრთხის იდეის დანერგვაზე“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად უნდობლობა ევროპელების ქმედებებში შეინიშნება.

 

„ნდობის კრიზისი ყველაზე მწვავედ ევროპელების ქმედებებში შეინიშნება. ეს არის – დაძაბულობის ესკალაცია, აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რუსეთის საზღვრებთან უპრეცედენტო რაოდენობით წვრთნების ჩატარება და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა. ეს ყველაფერი არაპროგნოზირებად სიტუაციას ქმნის. ამიტომ, სანამ დროა, ევროპამ უარი უნდა თქვას რუსული საფრთხის იდეის დანერგვაზე და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც გვაერთიანებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

 

ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ანკარასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს ყველაფერზე უნდა დაეთანხმოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner