logo_geo
eng_logo
გორში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაშავდა
- +

15 თებერვალი. 2020. 20:31

გორთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი უმძიმესი მდგომარეობის გამო, კლინიკა „გორმედიდან“ თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ.

 

უბედური შემთხვევა გორთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე ქალი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაშავდა მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner