თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თურქეთი NATO-ს გაფართოების მომხრეა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პოზიციაა NATO-ს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP მიენიჭოთ.
„მე რაც ვთქვი, ის არის, რომ თურქეთი NATO-ს გაფართოვების მომხრეა. ეს იყო ჩემი გზავნილი. თურქეთი მხარს უჭერს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოვებას. NATO-ს ჰყავს ასპირანტი ქვეყნები და მათ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ, ეს არის ჩვენი, თურქეთის პოზიცია“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.