logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა!
- +

15 თებერვალი. 2020. 20:58

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მიღებულ ინფორმაციაზე და შეხვედრის შედეგებზე  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნია.

 

„მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა. ჩვენ ვინარჩუნებთ ნდობას.  საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის, ეკონომიკის გაძლიერებას. პროგრესი, რომელიც მიღწეულია განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ესაა ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების ერთობლივი შედეგი. თუ ნახავთ ამერიკის კონგრესმენების  და ევროპარლამენტარების გამოხმაურებას, ორივე შემთხვევაში ესაა პოლიტიკური განზომილება. პარალელურად როგორც ამერიკის მთავრობის მხრიდან, ასევე ევროპის  მხრიდან, ოფიციალური პოზიციებით საქართველოს აქვს მაღალი რეიტინგით ძლიერი მხარდაჭერა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner