logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისანში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

15 თებერვალი. 2020. 21:38

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ნ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ გ.დ.-ს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner